„ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მოთამაშეების ვერსიით.
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდო ასევე გადაეცა „ნაპოლის“, როგორც სეზონის საუკეთესო გუნდს, ამ გუნდის დამრიგებელი ანტონიო კონტე კი წლის მწვრთნელი გახდა.
სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ:
მილე სვილარი (რომა) – დენზელ დუმფრიზი (ინტერი), ამირ რაჰმანი (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი) – სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ტიჯანი რეინდერსი (მილანი) – ლაუტარო მარტინესი (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), მატეო რეტეგი (ატალანტა).