ეროვნული ბანკი - საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ძირითად წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენს

ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 13.4%-ით, 318.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 14.5%-ით, 40.8 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 15.0%-იანი ზრდით. 16.5%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი ოქტომბერში 2.5 პროცენტს გაუტოლდა.

„ოქტომბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 44.9%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 18.6%-იანი წილით აშშ და 13.0%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.7%), გერმანიისა (9.3%) და საბერძნეთის (8.1%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის პუბლიკაციაში.

0 კომენტარი

საიტზე კომენტარის დასაწერად უნდა გაიარო რეგისტრაცია!