ფეხბურთი | ყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ვაკო ყაზაიშვილი ჩინურმა გამოცემებმა Zhibo8-მ და Dongqiudi-მ სუპერლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„შანდონ ტაიშანის“ 32 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სეზონში 27 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირთა დავაში „ბეიჯინ გუოანის“ ანგოლელ თავდამსხმელს, ფაბიო აბრეუს ერთი გოლით ჩამორჩა.
გამოკითხვაში ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ – ქართველმა ფეხბურთელმა ხმების 42.68 პროცენტი მიიღო.