ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა / teroristuli aqtis chadenis braldebit dakavebuli aleko elisashvili patimroba sheefarda

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს, „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს, ალე­კო ელი­საშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ელი­საშ­ვი­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და. დაც­ვის მხა­რე კი მისი 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიღ­ბი­ა­ნი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი 29 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 04:00 სა­ათ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, საბ­რძო­ლო მა­სა­ლით და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან მი­ვი­და, ჩა­ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სა­მარ­თლოს კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბის გარე ფა­სა­დის მინა ჩა­ამ­ტვრია და შე­აღ­წია სა­სა­მარ­თლოს შიდა სივ­რცე­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა და­ას­ხა და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით სცა­და ხან­ძრის გა­ჩე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, პო­ლი­ტი­კო­სი ერთ-ერთ მან­და­ტურს თავს და­ეს­ხა და სცე­მა.

1 კომენტარი

საიტზე კომენტარის დასაწერად უნდა გაიარო რეგისტრაცია!
Vaxo
Monday at 18:02
გამარჯობა კარგი სიახლეა!