კალათბურთი | სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიაში საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ეროვნულ ნაკრებსა და „ტორონტო რეპტორსზე“ ისაუბრა.
„ჩემმა კლუბმა, „ტორონტომ“ ბოლო ორი მატჩი დათმო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდში პრობლემებია. კვლავინდებურად კარგად ვთამაშობთ და წინ მივდივართ. „რეპტორსს“ დარკო რაიკოვიჩის სახით მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ყოველ ჩემს ნაბიჯს კარგად აანალიზებს და შეცდომების გამოსწორებაში მეხმარება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი გამართა და ორივე შემთხვევაში წააგო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თორნიკე შენგელიამ ორ დღეში ჯერ „ბარსელონას“ მაისურით ითამაშა, შემდეგ – ნაკრებში. გიორგი შერმადინმა ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩები ჩაატარა. მეტად ემოციური ფონი იყო. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრები თამაშს გამოასწორებს და შედეგებიც უკეთესი ექნება“.