საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაკა ბოჭორიშვილმა და პიტერ სიიარტომ ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე.

ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი.

„ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის პოლიტიკური და საექსპერტო თანადგომის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

0 კომენტარი

საიტზე კომენტარის დასაწერად უნდა გაიარო რეგისტრაცია!