სოფლის განვითარების სააგენტოს ზურაბ გოზალიშვილი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწეყების ცნობით, გოზალიშვილი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სს „აზოტში“ და შპს „ნეოგაზში“.
„ზურაბ გოზალიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იყო შპს „აქვა გეოს“ და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. გოზალიშვილი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სს „აზოტში“ და შპს „ნეოგაზში““, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.