ქართველი მებრძოლის, მამუკა მამულაშვილის ნახატები ჰააგის აუქციონზე გაიტანეს

ჰა­ა­გის აუქ­ცი­ონ­ზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რის, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა. Venduehuis Den Haag-მა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ოთხი ნა­ხა­ტი სრუ­ლად უფა­სოდ უკვე გა­ი­ტა­ნა აუქ­ცი­ონ­ზე. აუქ­ცი­ო­ნის ჰო­ლან­დი­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ნა­ხა­ტე­ბის აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი აერ­თი­ა­ნებს ომის სიმ­ძი­მეს, და­ნა­კარ­გის სიმ­წა­რეს, მე­გობ­რო­ბის ფას­და­უ­დე­ბელ ძა­ლას და მო­მავ­ლის მტკი­ცე იმედს... ეს არ არის ფრონ­ტის დო­კუ­მენ­ტუ­რი აღ­წე­რა, ეს არის იმ ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, ვი­საც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ასა­კი­დან­ვე მო­უ­წია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა".

ჰა­ა­გის ის­ტო­რი­ულ, უძ­ვე­ლე­სი აუქ­ცი­ონ­ზე Venduehuis–ზე ასე­ვე გა­ა­შუ­ქეს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის ის­ტო­რია, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გორც თა­ვად მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი Ambebi.ge - სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე ჰო­ლან­დი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის კუ­რა­ტო­რო­ბით მოხ­ვდა.

"ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რომ სამ­ხედ­რო ვარ, მებ­რძო­ლის შექ­მნილ ხე­ლოვ­ნე­ბას მათ­თვის ახ­ლე­ბუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ავ­ტორს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მის­ცეს სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე მოხ­ვდა ევ­რო­პის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში პო­პუ­ლა­რულ, ძა­ლი­ან ცნო­ბილ ჟურ­ნალ­ში - COLLECT, რო­მელ­შიც ხში­რად იბეჭ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი და შემ­დეგ იყი­დე­ბა კი­დეც.

რო­გორც მი­თხრეს, აუქ­ცი­ონ­ზე ჩემი ნა­ხა­ტე­ბის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ, ამ ჟურ­ნალ­ში კი­დევ ერთი პუბ­ლი­კა­ცია და­ი­ბეჭ­დე­ბა "ქარ­თულ ლე­გი­ო­ნის“ ის­ტო­რი­ა­სა და ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბებ­ზე. აუქ­ცი­ო­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მოხ­მარ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას. ჩემ­თვის ესაა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის­თვი­საც ვხა­ტავ“, - ამ­ბობს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი და დას­ძენს:

"მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვე­დი, ხატ­ვა ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გახ­და: ხან­და­ხან ერთ თვე­ში რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს ვქმნი, ხან­და­ხან კი შე­იძ­ლე­ბა ერთ წე­ლი­წადს ვე­რა­ფე­რი დავ­ხა­ტო - გან­წყო­ბა და ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია".

ექ­სპერ­ტე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ და მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თა­ვა­დაც ამ­ბობს, რომ მის­თვის ფერ­თა შე­ხა­მე­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. "ის მუ­შა­ობს ფე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ომში ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ლია - მკვეთ­რი, ცო­ცხა­ლი, მზის და სი­ნათ­ლის ტო­ნე­ბი მოს­წონს", - წერს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

0 კომენტარი

საიტზე კომენტარის დასაწერად უნდა გაიარო რეგისტრაცია!